0

პოლიტიკა და ცივილიზაციის სხვა შეცდომები I ნაწილი

Posted by jaga on მაი 7, 2009 in ცივილიზაცია

მოდით დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და ვკითხოთ ჩვენს საყვარელ და უჭკვიანეს მეგობარ wikipedia.org-ს თუ საერთოდ რა არის პოლიტიკა ?
პოლიტიკა ეს არის:
1.საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება,
2.საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან

პოლიტიკური სისტემები და იდეოლოგიები

ანარქიზმი, დემოკრატია, კაპიტალიზმი, კომუნიზმი, ლენინიზმი, ლიბერალიზმი, მაოიზმი, მარქსიზმი, ნაციონალიზმი, ნეოკონსერვატიზმი, ნეოლიბერალიზმი, პარლამენტარიზმი, სოციალიზმი, სოციალ-დემოკრატია, სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, ტროცკიზმი, ფაშიზმი.

რატომღაც ყობელთვის მეგონა რომ შედარებით ნაკლები “ჟანრი” იყო პოლიტიკის. მოდით ჩვენი უსაყვარლესი დემოკრატიით დავიწყოთ გარჩევა. და მოდით ყველა იდეოლოგიას ნუ შევეხებით, ორი ელემენტარული მიზეზის გამო. პირველი გვეზარება. მეორე უბრალოდ გვკიდია.

კვლავ ჩვენი ძმაკაცი wikipedia საახლობლობლოში კი ცნობილი ზედმეტსახელით wiki მოვიშველიოთ. wiki გვეუბნება:
დემოკრატია (ბერძნ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, ბიოლოგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. platonვა რა დეზლად წერია არა? დახედავ და ეგრევე დემოკრატიის შენება გინდება საკუთარ ქვეყანაში. დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა ტელევიზორში რო ლუდის რეკლამა გადის და მაღაზიაში ჩასვლაზე რო იწყებ ფიქრს. მოდით განვაგრძოდ ეხლა wiki-ს გარეშე რადგანაც ქართული ვირტუალური ენციკლოპედია ვირტუოზულად პატარაა და მეტს ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ არაფერს გვეუბნება. ხო საერთოდ დემოკრატიამ თავი პირველად გამოყო ძველ საბერძნეთში, ის არის ფილოსოფოსი პლატონის შვილობილი, რომელიც თვლიდა რომ ერთპიროვნული მართვა არც თუ ისე მისაღები იყო. ამის შემდეგ იდეა დემოკრატიის შესახებ იზრდებოდა. შუა საუკუნეებში უკვე მრავლად იყო არჩევნებით  მიღებული გადაწყვეტილებები. მაგრამ სამწუხაროდ მაგ პერიოდში მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა წერა კითხვა არ იცოდა ამიტომ კვლავ მაღალი ფენის წარმომადგენლების ხელში იყვნენ. რასაც ისენი “წყვიტავდნენ” იმას ემორჩილებოდნენ უნდოდათ ეს თუ არა. 18-19 საუკუნეში კი ინგლისურ “Rat, Hat, Bat”-ს უკვე გაცნობილი ცივილიზაციით აღჭურვილი ამერიკის თეთრი მოსახლეობის მამაკაცების  60-80% - პროცენტი იღებდა მონაწილეობას არჩევნებში.unclesamwantsyou  არჩევნები ტარდებოდა რევოლუციურ საფრანგეთშიც, და თუ არ მეშლება ახალ ზელანდიაშიც. თუ რომელიმე ქვეყანა გამომრჩა მეპატიოს. არავითარი დიდიმნიშვნელობა არ აქვს ამ კონკრეტულ მომენტში ქვეყნების სახელებს და იმიტომ, ჩვენ ხომ უბრალოდ იდეას და მის “ევოლუციას” განვიხილავთ. მეოცე უმშვენიერესი საუკუნე, შეიძლება ითქვას ჩემთვის უსაყვარლესიც კი. ამ საუკუნეს პოლიტიკოსები “დემოკრატიის ტალღას” უწოდებენ. ორმა მსოფლიო ომმა და პოლიტიკური რუქის საკმაოდ მნიშვნელოვანმა და არა ერთმა ცვლილებამ ხელი შეუწყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ლამაზი იდეოლოგიის ლიბერალური დემოკრატიის ფეხის მოდგმას ყველა კონტინენტზე. ამასთანავე მეოცე საუკუნის ყველაზე ძლიერი და უდაო “პოლიტიკოსი” გახლდათ ატომური იარაღი, რომელიც დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ურთიერთობებსა და სხვა პოლიტიკურ თამაშობებში. ეს პერსონაჟი სცენაზე გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. პირველად გამოყენებული იქნა 1945 წელს ამერიკელების მიერ. 250px-nagasakibomb ნუ მიზეზი საკმაოდ უცნაური გახლავთ ეს იყო გამოცდა იარაღის შესაძლებლობების. “პატარა ბიჭი” და “სქელი კაცი”  ორი მშვენიერი სილამაზის მქონე იარაღი რომლებმაც 120 000 კაცზე მეტის სიცოცხლე შეიწირეს იაპონიაში ხიროსიმასა და ნაგასაკიში. აფეთქებების შემდეგ რადიაციით გამდიდრებულ გარემოში ჩამოყალიბდა საუკეთესო პირობები ლეიკემიის გასამრავლებლად. როგორ შეიძლება ამის შემდეგ არ გიყვარდეს დემოკრატიული ქვეყნები კერძოდ კი ამერიკა. მაგათ შემოევლოს ჩემი თავი. დღეს დღეობით ატომურ იარაღს ფლობენ ისეთი მშვიდობის მოყვარე ქვეყნებირ ოგორიცაა ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ინგლისი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი, ჩინეთი და ყველაზე პაცეფისტური ჩრდილოეთ კორეა ლამის გამომრჩა.  მოდით პირველი ნაწილი აქ შევწყვიტოთ მემგონი კარგი შესავალია შემდეგ სერიში ვიხილავთ შავი რასის წარმომადგენლები და დემოკრატია.

Copyright © 2010 Chair Leg Of Truth All rights reserved. Theme by Laptop Geek.